რეალურად ნაყიდი მიწის ნაკვეთი თუ საჩუქარი სუს-ისგან - მდინარაძის ოჯახმა სააგარაკე მიწა 6000 ლარად შეიძინა
რეალურად ნაყიდი მიწის ნაკვეთი თუ საჩუქარი სუს-ისგან - მამუკა მდინარაძის ოჯახმა სააგარაკე მიწა 6000 ლარად შეიძინა. ეს თანხა კი თითქმის 4 ჯერ ნაკლებია იმ ფასებზე, რომელიც თიანეთში მდებარე ტერიტორიებს აქვს. თუმცა ამ გარიგებაში საინტერესოა არა მხოლოდ ფასი, არამედ ის პირიც, ვისგანაც მდინარაძის მეუღლემ მიწა გადაიფორმა. სტუდია მონიტორის მიერ მოძიებული ინფორმაციით სააგარაკე ტერიტორია სახელმწიფო უსაფრთხოებიის სამსახურის მაღალჩინოსანს ეკუთნვოდა.
ვაჟა მაზმიშვილთან დაკავშირებას დღეს "პირველები" მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა. სუს-ის ერთ-ერთი მდიდარი თანამშრომელი ჟურნალისტებს ემალება. სამაგიეროდ ბევრი იცის მაზმიშვილზე მუსლიმთა სამმართველოს ყოფილმა შეიხმა, რომელსაც სუს-ის მაღალჩინოსანი ხშირად იბარებდა კაბინეტში. ვაგიფ აკპეროვი იხსენებს, რომ მაზმიშვილი მას პირადი ცხორების ამსახველი კადრების გასაჯაროვებით აშანტაჟებდა, იმ შემთხვევაში თუ თანამდებობას არ დატოვებდა.
დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.