ემზადება თუ არა პროკურატურა კეზერაშვილისთვის ბრალის წარსადგენად? - 10 წლის წინანდელი საქმე თაროდან ჩამოიღეს
ემზადება თუ არა პროკურატურა დავით კეზერაშვილისთვის ახალი ბრალის წარსადგენად? 10 წლის წინანადელი საქმე თაროდან ჩამოიღეს.
თბილისში ჩამოსული თურქი ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ საგამოძიებო უწყებაში კეზერაშვილის საქმეზე ახალი ჩვენების მისაცემად დაიბარეს და თურქეთში იმ დრომდე არ დაბრუნდება, ვიდრე, როგორც თავად ამბობს, წართმეულ ფულს არ დაიბრუნებს.
თურქმა ბიზნესმენმა წლების წინ ჩვენება გამოძიებას კეზერაშვილის წინააღმდეგ უკვე მისცა, სადაც ყვებოდა რომ სახელმწიფოსთვის დიდი ოდენობით მანქანები აყიდინეს და სამი მილიონი გამოართვეს.
გამოძიება მაშინ დაიწყო, თუმცა ექს თავდაცვის მინისტრის ბრალეულობა ვერ დაადგინეს. ახლა კი ეს ამბავი ათი წლის შემდეგ ისევ გაახსენდათ.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.