გოგაშვილის პროცესზე დღეს "ოცნების" ყოფილ წევრს გამოკითხავენ - მოწმე ხელისუფლების მხილებას აანონსებს

10.02.23 11:24
გოგაშვილის პროცესზე დღეს "ოცნების" ყოფილ წევრს გამოკითხავენ - მოწმე ხელისუფლების მხილებას აანონსებს

სოსო გოგაშვილის პროცესზე დღეს "ქართული ოცნების" ყოფილ თანამშორმებლს გამოკითხავენ. საქმე ეხება  იმ პერიოდს, როდესაც გოგაშვილს მმარველი პარტიის შიდა მონიტორინგის სამსახური ებარა. ეს ის უწყებაა, რომელიც "ქართული ოცნების" წევრების გადაცდომებს აკონტროლებდა.

ერთ ერთი მოწმე გიორგი ყუფარაძე, რომელიც უნდა დაიკითხოს, ამავე სამსახურის თანამშრომელი იყო. 

ყუფარაძე "პირველებთან" პირდაპირ ამბობს, რომ მმართველი პარტიის გადაცდომების შესახებ ბევრ ინფორმაციას ფლობს, რომელთა გაასაჯაროვებაც "ოცნების" ინტერესში არ უნდა იყოს.  ის ასევე, ამბობს, რომ გოგაშვილთან მეგობრული კავშირების გამო მასზე ზეწოლა დაიწყო.

დღეს დამიბარეს სასამართლოზე მოწმის სახით გამოკითხვაზე. სავარაუდოდ, კითხვები ექნებათ ალბათ ჩემს ორანიზაციასთან დაკავშირებით, რა მხრივ ვმუშაობთ და ვისი დაინანსებით, ალბათ მაგ თემაზე. ასევე, მე "ქართულ ოცნებაში" ვმუსაობდი, მოგეხსენებათ და მონიტორინგს ვატარებდი. ალბათ მაგ მიმართულებითაც ექნებათ კითხვები და შეიძლება კიდევ ჩემი და სოსო გოგაშვილის მეგობრობასაც უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი. მე ინფორმაციას ვფლობ, პარტიაში რა ხდებოდა საერთოდ, სანამ მე იქ ვიყავი, ასევე, დასამალი არ არის და მე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთანაც მქონდა ძალიან სერიოზული კავშირები პარტიის მიმართულებითაც და ასევე, კორუფციული მიმართულებით ანუ მონიტორინგს ვეწეოდი და სანამ კორუფციული ფაქტებია, ვინმე მაწვდიდა ინფორმაციას, რომ კორუფციას ჰქონდა ადგილი, ვაწვდიდი ინფრომაციას ანტიკორუფციულ სააგენტოს და ასევე, სუსსაც. აქამდე რაც მოხდა, თქვენს ტელევიზიაში მქონდა რამდენიმე გამოსვლა, "ნოდარ მელაძის შაბათშიც", იმაზე საერთოდ რეაგირება არ ჰქონიათ და რამდენიმე თვეშ შემომივარდნენ ოფისში და პირიქით, აქეთ წაიღეს ჩვენი ოფისიდან ტექნიკა, ყველაფერი და რატომ მოხდა ეს ყველაფერი, მაგასაც ვერ გვიხსნიან დღეს ბოლომდე, - ამბობს ყუფარაძე. 

გოგაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ ყუფარაძის ჩვენება პროკურატრას ვერ წაადგება და ეს გაცილებით სასარგებლო დაცვის მხარესთვის იქნება. 

პროკურორი კი ამტკიცებს, რომ გოგაშვილის მიმართ კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, რაც საბოლოოდ, გოგაშვილის ბრალეულობას დაადასტურებს. 

მსგავსი სიახლეები