იმედია, პრეზიდენტი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის კონკრეტულ ნაბიჯებსაც გადადგამს - სამადაშვილი
"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილის პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც "ოცნების" წევრები რუსული ნარატივის გავრცელებაში დაადანაშაულა, სრულად იზიარებს.
სამადაშილი იმედოვნებს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის ზურაბიშვილი კონკრეტული ნაბიჯებსაც გადადგამს.
პრეზიდენტის შეფასება, რომ კობახიძის და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლების განცხადება, ეს არის პირდაპირ ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული, ვიზიარებ. ნიკა გვარამია არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმერული, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იბრძვის გადარჩენისთის ჩვენი ქვეყნის საპატიმროში, ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები. გვსურს გამოვხატოთ იმედი, რომ დადგება ის დღე, როდესაც პრეზიდენტი ჩათვლის აუცილებლად გადავიეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე ამ ქვეყნის ევროპული და დასავლური მომავლის უზრუნველსაყოფად, - თქვა სამადაშვილმა.