აშშ საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას 33 მილიონი დოლარით გაზრდის

10.02.23 11:58
აშშ საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას 33  მილიონი დოლარით გაზრდის

ამერიკა საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას 33  მილიონი დოლარით გაზრდის.  განცხადებები ამის შესახებ პენტაგონში გაკეთდა.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა. ლოიდ ოსტინის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფში მონაწილეობს. მისი თქმით, საქართველოსთან უსაფრტხოების სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ეს განაცხადი ასახავს იმ ღირებულებას, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ჩვენს ორმხრივ თავდაცვის უერთიერთობებს და ჩვენს პარტნიორობას. საქართველომ გააღღმავა თავისი კავშირები დასავლეთთან და მხარი დაუჭირა თავის გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და ამ ხნის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. ერთ სულ მოსახლეზე საქართველო იყო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ნატოს მისიაში ავღანეთში. ჩვენ ღრმად ვაფასებთ საქართველოს უზარმაზარ გავლენას უსაფრტხოებასა და სტაბილურობაზე სამხრეთ კავსასიასა და მთელ მსოფლიოში.ჩვენი პარტნიორობა უსაფღთხოების სფეროშ კვლავ გაღრმავდება, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. 

ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, რომ საქართველო ამერიკის სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორია. მაღალჩინოსანმა ასევე რუსულ ოკუპაციაზე და უკრაინის ომაზეც ისაუბრა.

ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის და მთავრობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისთვის შეკავებისა და მშვიდობიანი და სტაბილური განვითრებისთვის. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას, ჩვენ საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს, რომლესაც ჩვენ ერთად ვიცავთ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. ერთიანობა არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს, როდესაც მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიული სამყაროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი გამოწვევას ეწინააღმდეგება, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიებისა და უკრაინის გაუმართლებელი, უკანონო და სასტიკი ოკუპაციის გამო,  - განაცხადა ბურჭულაძემ. 

მსგავსი სიახლეები