პირდაპირ გინებაზე გადავიდა, ესენი ხო ქუჩური მენტალიტეტით არიან - აქტივისტები მდინარაძეზე
მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი კახა კვეკვესკირი, რომელიც გუშინ საღამოს იმ ადამიანთა შორის იმყოფებოდა, ვინც მდინარაძეს ტელეკომპანია "იმედთან" დახვდა, ამბობს, რომ "ოცნების" ლიდერი პირდაპირ გინებაზე გადავიდა.
"გადმოვიდა, ხელი გამომიწოდა. მე, რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ ხელს არ ჩამოვართმევდი. რატომო? მე ვუთხარი, რომ თქვენ ყველა, ვინც ხართ ხელისუფლებაში, ხართ მოღალატეები, ასრულებთ რუსეთის დაკვეთას. პირდაპირ გინებაზე გადავიდა. ჩანს კადრებშიც ჩვენ, როცა ლაივს ვიღებდით, მდინარაძემ შეიგინა. ესენი ხო ქუჩური მენტალიტეტით არიან და ზუსტად გინებით მტკიცება მოსული თემაა და ზუსტად ისე იქცევიან, როგორებიც არიან", - ამბობს კახა კვეკვესკირი.
მოძრაობა "საქართველოსთვის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ნარსია ამბობს, რომ მდინარაძესთან კითხვების დასასმელად მივიდნენ.
ჩვენ მივედით, ბატონი მამუკათი მივმართავდი და კითხვის დასმა მინდოდა. იქ იყო სასტვენები, ეუბნება ადამიანი, რომ რუსი ხარ, მისი განცხადებებიდან გამომდინარე. შემდეგ მან დაიგინა, მათ ხომ ქუჩური მენტალიტეტი აქვს, და მიიღო პასუხი. ზელენსკის ხვდებოდა მთელი მსოფლიო ტაშით, ოვაციებით. ესენი გამოვიდნენ და სახელმწიფო შეარცხვინეს. რუსეთის წარმატებაზე ლაპარაკობენ ომში, როცა ისინი ბავშვებს ხოცავენ, აუპატიურებენ, ყველაზე ბინძური და იმპერიული რეჟიმია, რომელიც ახლა სრულდება. ესენი კი მის მხარეს გვტოვებენ", - ამბობს ნიკა ნარსია.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დათო დიღმელაშვილის თქმით, ადგილზე მათ ქალაქის მთავარი სამმართველოს მაღალჩინოსნები და ზონდერები დახვდათ მობილიზებული.
ქალაქის მთავარი სამმართველოს მაღალჩინოსნები იყვნენ მოსულები და უამრავი ისეთი ზონდერი, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ ადგილობრივები იყვნენ და სინამდვილეში იქ არანაირი არაფერი არ არის ისეთი, რომ ადგილზე ვინმე ცხოვრობდეს. ესენი იყვნენ ჩვეულებრივი მობილიზებული ზონდერები", - ამბობს დათო დიღმელაშვილი
სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც "ქართული ოცნების" პრორუსულ განცხადებებს აპროსტეტსებდნენ, მამუკა მდინარაძემ აგინა.
ინციდენტი გუშინ "იმედთან" მოხდა. აქტივისტები "ქართული ოცნების" დეპუტატს შესვლამდე დახვდნენ და მისგან პასუხებს ითხოვდდნენ. ნაც მოძრაობის ახალგაზდრული ფრთის წარმომადგნელებს აინტერესებდათ რატომ იმეორებს საქართველოს ხელისუფლება რუსულ ნარატივს ერთი ერთში. საპასუხოდ კი მდინარაძისგან გინება მიიღეს. პარლამენტის წევრმა თმენის ვალდებულებაა დაკარგაა.