თვითლუსტრაციაა, როცა ვასაძეს არ უსაუბრია რუსეთზე, როგორც ოკუპანტზე - პაატა მანჯგალაძე
,,სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე, მიიჩნევს, რომ ლევან ვასაძემ პოლიტიკური განცხადებით თვითლუსტრაცია მოახდინა, რადგან დასავლეთის ნეგატიურ როლზე ისაუბრა და რუსეთის იმპერიალურ ზრახვებზე აქცენტი არ გაუკეთებია.
ვასაძემ თვითლუსტარაცია მოახდინა, როცა ისაუბრა დასავლეთის ნეგატიურ როლზე და არც ერთ მიმართებაში არ უხსენებია რუსეთი, როგორც ოკუპანტი. ეს ჩემთვის მესიჯია, სიგნალია, ამ ჯგუფების ლუსტრაცია უფრო მოხდება, ასეთი ამ არჩევნების წინ არაერთი გამოგორდება, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამ ფსევდორელიგიური და ფსევდოპატრიტულ მოტივებს არ უნდა წამოეგოს ქართველი ხალხი - აღნიშნა ტვ პირველთან პაატა მანჯგალაძემ.
დღეს ,,ქართული მარშის" ლიდერმა, ლევან ვასაძემ, ორგანიზაცია ,,ერი" დააფუძნა და განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში აქტიურ მოსვლას აპირებს.