რასაც დასთეს, იმას მოიმკი - სამადაშვილი მდინარაძეზე
"ლელოს" ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, მამუკა მდინარაძეს არ უნდა უკვირდეს ის, რაც გუშინ აქტივისტებმა მოუწყვეს, რადგან, სწორედ მისმა პარტიამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ამ უკიდურესი პოლარიზაციისთვის შეეწყოთ ხელი.
"იცით, რაშია საქმე? მე შემიძლია გითხრათ, რომ მდინარაძის პარტიის წარმომადგენელმა პრემიერ მინისტრმა აქ ტრიბუნიდან გამომაცხადა მე ქვეყნის მოღალატედ და ვინმეს მიაჩნია, რომ ეს ნაკლები შეურაცხყოფაა, ვიდრე ის, რაც გუშინ მოუწყვეს მდინარაძეს? მე ასე არ მიმაჩნია. ამიტომ, რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ეს არის რეალობა და მდინარაძემ გუშინ ისევე, როგორც "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებმა, ვფიქრობ, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ამ უკიდურესი პოლარიზაციისთვის შეეწყოთ ხელი". - ამბობს სამადაშვილი.
სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც "ქართული ოცნების" პრორუსულ განცხადებებს აპროსტეტსებდნენ, მამუკა მდინარაძემ აგინა.
ინციდენტი გუშინ "იმედთან" მოხდა. აქტივისტები "ქართული ოცნების" დეპუტატს შესვლამდე დახვდნენ და მისგან პასუხებს ითხოვდდნენ. ნაც მოძრაობის ახალგაზდრული ფრთის წარმომადგნელებს აინტერესებდათ რატომ იმეორებს საქართველოს ხელისუფლება რუსულ ნარატივს ერთი ერთში. საპასუხოდ კი მდინარაძისგან გინება მიიღეს. პარლამენტის წევრმა თმენის ვალდებულებაა დაკარგაა.