პრეზიდენტს "ცრუ სალომეს" სახელი შერჩება - თაკო ჩარკვიანი

10.02.23 11:48
პრეზიდენტს "ცრუ სალომეს" სახელი შერჩება - თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის განცადებების, რომელიც "ოცნებას" რუსული ნარატივის გავრცელებაში ადანაშუალებს, "კანონი და სამართლის" ლიდერს არ სჯერა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, პრეზიდენტის განცხადებებს ქმედება არ მოჰყვება, რაც ეჭვს ბადებს. მისი თქმით, ზურაბიშვილს ამგვარი მოქმედებით "ცრუ სალომეს" სახელი შერჩება. 

სასიამოვნოდ ხვდება ხოლმე ყურს მისი განცხადებები, მაგრამ არანაირი მოქმედება არ მოჰყვება ამ ყველაფერს და მომიტევოს, მაგრამ თამაში მგონია ეს ნაწილი ივანიშვილის, რომ აი, დასავლეთეს ერთ განცხადებას ეუბნება ერთი ინსტიტუცია და კობახიძე მეორე ხელით რუსეთს სხვა რამეს ეუბნება, ვითომ განხეთქილებაა მათ შორის. შერჩება მას "ცრუ სალომეს" სახელი და ძალიან ცუდი იქნება. ჩვენ გვინდა, რომ პრეზიდენტის სახელი შეინარჩუნოს, - თქვა თაკო ჩარკვიანმა. 

მსგავსი სიახლეები