პრეზიდენტის განცხადებები უნისონშია რადიკალური ოპოზიციის განცხადებებთან - მაჭარაშვილი
"ხალხის ძალას" წევრი გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს საზიანო განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. საუბარია პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლების რუსულ ნარატივს ავრცელებს.
ივანიშვილის დაჯგუფების წევრი ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადებები რადიკალური ოპოზიციის განცხადებებთან სრულ თანხვედრაშია.
პრეზიდენტის განცხადებები უნისონში მოდის ხოლმე რადიკალური ოპოზიციის განცხადეებეთან და საერთოდ, კარგი იქნება, თუ საქართელოს პრეზიდენტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს კონსტიტუციის შესაბამისად, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ საშინაო და საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს პარლამენტი და აღასრულებს საქართელოს მთავრობა, ამიტომ თუ პრეზიდენტი მაინც აკეთებს განცხადებებს, მიუხედავად ამისა, გააკეთოს საქართველოს სასარგებლოდ და არა საქართველოს საწინააღმდეგოდ, - თქვა მაჭარაშვილმა.