დაუსტვინეს თავიანთი მარცხით, ხან ლიდერებს უსტვენენ, ხან პრემიერს - გურამ მაჭარაშვილი ენმ-ზე
,,ქართულმა ოცნებამ" მამუკა მდინარაძის დაცვა დაიწყო. ასპარეზზე ,,ხალხის ძალა" გამოდის.
მმართველი პარტიიდან ფორმალურად წასული დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარეს იცავს და ითხოვს, იქნება და ,,ნაცმოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის აქტივისტების წინააღდეგ სამართლებივი რეაგირება დაიწყოს.
დაუსტვინეს, როგორც ჩანს, თავიანთი მარცხით. და ახლა უკვე ეს დასტვენილები დადიან და ხან ლიდერებს უსტვენენ, ხან პრემიერთან მიდიან და ა.შ.
რა თქმა უნდა, მე მგონია, რომ ამას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს. იმიტომ, რომ არ შეიძლება საქართველოში ასეთი ტიპის ქმედებები დარჩეს დაუსჯელი, რადგან კანონის წინაშე ყველა აბსოლუტურად თანაბარია. მინდა ვთქვა, რომ ამას მომავალი არ უნდა ჰქონდეს - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
თავად მამუკა მდინარაძე კი ამ დრომდე მედიასთან არ გამოჩენილა. ინციდენტი ღამით მოხდა, როცა ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ენმ-ს ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დახვდნენ და პასუხი მოსთხოვეს მისი განცხადების გამო.