არ მიკვირს, როცა მიდიან ქვეყნის ღალატზე და უზრდელობენ - ხაბეიშვილი მდინარაძეზე
არ მიკვირს, როცა მიდიან ქვეყნის ღალატზე და უზრდელობენ - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის გუშინდელ ქმედებას აფასებს, როცა მამუკა მდინარაძემ სამოქალაქო აქტივისტებს შეურაცხყოფა მიაყენა.
როცა პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი, შეურაცხყოფილად ექცევა მის მოქალაქეს და აგინებს, ცხადია, ეს არ არის ნორმალური და არ არის ადეკვატური, მაგრამ იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, არ მიკვირს მათი მხრიდან არაფერი.
ისინი მიდიან ქვეყნის ღალატზეც და ის, რომ იუზრდელებენ, მე ეს მათგან არ მიკვირს - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.