პრობლემების მოხსნის მექანიზმი პრეზიდენტის ხელშია, რომელსაც ის არ იყენებს - გიორგი ვაშაძე

10.02.23 13:11
პრობლემების მოხსნის მექანიზმი პრეზიდენტის ხელშია, რომელსაც ის არ იყენებს - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლება პრეზდიენტთან ერთად ორმაგ თამაშს თამაშობს. ოპოზიციური ლიდერის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გასაღები სალომე ზურაბიშვილის ხელშია, რომელსაც ის, რეალურად,  არ იყენებს. 

ორმაგ თამაშს თამაშობს, "ქართულ ოცნებას" ერთის მხრივ აქვს არჩეული რაღაცა რუსული გზა თავიდან ბოლომდე და მეორე მხრივ, პრეზიდენტს ალაპარაკებენ, რომ ცოტა შერბილებული რუსული გზა ჰქონდეს მას.. ნიკა გვარამიას საკითხი, მიხეილ სააკაშვილის საკითხი ერთ-ერთი წინაღობაა ევროკავშირშ ინტეგრაციისთვის, იმიტომ, რომ ევროკავშირს არ სურს მედიამენეჯერები ციხეში იხილოს, არ სურს სასამართლო იხილოს, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს. ამ პრობლემების მოხსნის მექანიზმი ნამდვილად არის მის ხელში, რომელსაც ის არ იყენებს, - ამბობს ვაშაძე. 

მსგავსი სიახლეები