პრეზიდენტის განცხადებებში "ნაცმოძრაობის" პროპაგანდა იკვეთება - ვოლსკი
სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს პარლამენტის ვიცესპიკერი მავნებლურს და არაადეკვატურს უწოდებს. გიორგი ვოლსკის თქმით, პრეზიდენტის განცხადებებში "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდა იკვეთება.
მე ვხედავ, რომ პრეზიდენტის განცხადებებში "ნაცმოძრაობის" პროპაგანდა იკვეთება, ვინაიდან რეალობას არ შეესაბამება. არც ისე ყბადაღებული თემაა, როგორიც არის დეფიტიზმი. არაადეკვატური განცხადებაა, ვითარებასთან შეუსაბამო განცხადებაა, მავნებლური განცხადებაა, რასაც პრეზიდენტი ამბობს "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით და ხელისუფლებასტან დაკავშირებით, ზოგადად. ალბათ სჭირდება თავისი პოლიტიკური რენომესათვის, ალბათ მომავალში პოლიტიკური გეგმები აქვს, მიზნები აქვს, თავისი ცხოვრების გზას სხვანაირად უყურებს, - ამბობს ვოლსკი.
სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ხელისუფლება რუსეთის ნარატივს ავრცელებს.