"ხელისუფლებას დეზინფორმაციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნება არ აქვს" - TI-ს კვლევა

10.02.23 15:40
"ხელისუფლებას დეზინფორმაციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნება არ აქვს" - TI-ს კვლევა

"ხელისუფლებას დეზინფორმაციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნება არ აქვს" - "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ" ქვეყანაში დეზინფორმაციის გავრცელების გზები შეისწავალა.

ირკვევა, რომ "ქართული ოცნება"  რუსულ რელსებზე გადავიდა და ხალხის მოსატყუებლაად კრემლის მეთოდებს იყენებენ. 

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლა კოორდინირებულ მოქმედებას საჭიროებს. 

არ არის პოლიტიკური ნება, რომ შეებრძოლონ დეზინფორმაციას. ეს აშკარად ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა არ არის ეფექტური დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. რუსული დეზინფორმაციის მთავარი მიზანი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ ევროპა არის ცუდი და რუსეთი არის კარგი. ამიტმ, ამისთვის, ცხადია, საჭიროა კოორდინირებული ქმედებები და ისიც, რომ ჩვენ უნდა ვთქვათ, სად ვართ, დავარქვათ თავისი სახელი და ის აქტორები, რომლებიც ებრძვიან დეზინფორმაციას დავკოორდინირდეთ იმისთვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევეწინააღმდეგოთ ამას, - ამბბს გიგაური. 

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ომის შიშების ინსტრუმენტალიზაციას იყენებს. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რა მოტივით ხდება ეს, შედეგი მაინც საზიანოა. 

მთავარი, რასაც ისინი იყენებენ, არის ომის შიშების ინსტრუმენტალიზაცია. რა მოტივია მის უკან, ძალაუფლების შენარჩნება თუ ეს რუსეტთან არის ორკესტრირებული, ამას მნიშვნელობა არ აქვს. შედეგი არის ერთი. პლატფორმები გჭირდება, რომ გააწონასწორო ძალაუფლების მქონეები და ებრძოდე შიდა აქტორებს, რომელიც აუცილებელი ატრიბუტია დემოკრატიის და წაუყრუებდე მტრულ სახელმწიფოს, ეს არის პრობლემის თავი და თავი, - 

მსგავსი სიახლეები