მედიას მარტიდან პარლამენტში შეზღუდვები დაუწესდება - პაპუაშვილთან NGO-ის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

10.02.23 15:49
მედიას მარტიდან პარლამენტში შეზღუდვები დაუწესდება - პაპუაშვილთან NGO-ის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვერ შეძლეს, პარლამენტის თავმჯდომარეს აზრი შეეცვალა საკანონმდებლო ორგანოში მედიისთვის რეპრესიული წესების შემოღებასთან დაკავშირებით. მესამე სექტორისა და შალვა პაპუაშვილის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

ახალი წესი, რომლის მიხედვითაც 1 მარტიდან პარლამენტში ჟურნალისტები დეპუტატების ნება-სურვილის მიხედვით იმუშავებენ, კრიტიკის ქარ-ცეცხლში ყველამ უკვე გაატარა. აღნიშნულ საკითთან დაკავშირებით მესამე სექტორმა კონსულტაციები მედიასთან უკვე გაიარა.

ჩვენი წინადადებაა, ჟურნალისტებთან ერთად, ვინც აქ მუშაობს, აშუქებს, მოხდეს გადახედვა ამ წესების და ისე იქნეს მიღებული, რომ გამჭვირვალე იყოს თვითოეული პუნქტი და ჟურნალისტის მუშაობას არ ჰქონდეს რისკი. ეს არის ჩვენი წინადადება. - აცხადებს ,,მაუწყებელთა ალიანსის" დირექტორი, ნათია კუპრაშვილი.

არასამთავრობო სექტორის განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაფერი გააკეთა, რომ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში სრული კომფორტი შეექმნათ. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები