გაუგებარია, რატომ ითხოვენ პრეზიდენტისგან ვეტოს - ნინო წილოსანი
"ქართული ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანისთვის გაუგებარია, რატომ მოითხოვს ოპოზიცია ვეტოს დადებას კანონპროექტზე, რომელიც ადმინისტრაციულ კოდექსში სამართალდარღვევაზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. წილოსანის თქმით, ცვლილებები კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.
ჩემთვის გაუგებარია, იმედია აგვიხსნიან, რა მოტივაციით მოითხოვენ ისინი პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას. აღნიშნული ცვლილებები სრულ თანხვედრაშია კონსტიტუციასთან", - ამბობს ნინო წილოსანი.
კანონპროექტი "ოცნებამ" 26 აპრილს დაარეგისტრირა, ხოლო 28 აპრილს კი პირველი მოსმენით 72-მა დეპუტატმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ტვ პირველის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დასადებად ემზადება.