პრეზიდენტი ან საინფორმაციო ვაკუუმშია ან ანალიზის უნარი არ აქვს - ზარქუა
"ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი ზარქუა პრეზიდენტს გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მას ანალიზის უნარი არ აქვს. საუბარია სალომე ზუაბიშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც ხელისუფლება რუსული ნარატივს ავრცელებს.
სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ტყუილს ადგილი არ აქვს და ისინი რუსეთ-უკრიანის ომტან დაკავშირებით მხოლოდ შეულამაზებელ ინფრორმაციას ავრცელებენ.
ქალბატონი სალომე ან საინფორმაციო ვაკუუმშია ან ანალიზის უნარი არ აქვს, ობიექტურად გააკეთოს, ვინ აკეთებს ჩვენს ქვეყანაში რუსულ საქმეს. მე მას ვუსურვებდი, რომ კიდევ ერთხელ, გვერდში დაუდგეს მმართელ პარტიას. ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხანია უკვე აირჩია ევროატლანტიკური გეზი და ბუნებრივია, ეს არ არის რუსეთის ინტერესებში. ამაზე იყო საუბარი. ჩვენ კი არ ვატყუებთ ლამაზ-ლამაზი ინფორმაციებით, არამედ რეალობა რაც არის, რასაც, მათ შორის, ბრიტანული დაზვერვა, ამერიკული დაზვერვა, მათ შორის, თვითონ უკრიანული დაზვერვა ავრცელებს, სწორედ მასზე დაყრდნობით ვაკეთებთ, - ამბობს ზარქუა.