პრეზიდენტისთვისაც უცნაური იყო ასეთი ჩანაწერის გაჩენა ამნისტიის კანონში - გიორგი ვაშაძე

06.05.21 15:16
პრეზიდენტისთვისაც უცნაური იყო ასეთი ჩანაწერის გაჩენა ამნისტიის კანონში - გიორგი ვაშაძე

პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას ხვდება. "სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის, თქმით, პრეზიდენტს კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება  შეხვედრის დროს არ დაუფიქსირებია, თუმცა გაკვირვება გამოხატა ჩანაწერთან დაკავშირებით. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე გავაცანი ჩვენი პოზიცია, რომ კარგი იქნება, თუ ვეტოს გამოიყენებს. მარტივი ამოცანა გვაქვს, დაბრუნდეს ის ჯარიმები, რაც იყო, თუ დაბრუნდება იგივე ნიშნულზე, ღიად ვამბობ, რომ მე მხარს დავუჭერ. ჯერ პოზიცია არ დაუფიქსირებია არც ერთ საკითხთან დაკავშირებით ქალბატონ სალომეს, მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მისთვისაც უცნაური იყო ასეთი ჩანაწერის გაჩენა ამნისტიის კანონში, შეხვედრის შემდეგ მოლოდინი გამიჩნდა, რომ შესაძლებელია, ვეტო იყოს",  - ამბობს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციის წევრებს პრეზიდენტი ხვდება. ამ წუთებში შეხვედრაზე "ლელოს" წარმომადგენლები იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები