გვესმის ბევრი არა "ოცნებისგან", თუ ჩვენგან კის მოსმენა გინდათ, ორჯერ დაფიქრდით სანამ სტატუსს მოითხოვთ - აუსტრევიჩუსი
ახალი რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილზე. რამდენიმე დღეში ევროპარლამენტში კენჭს უყრიან დოკუმენტს, რომლითაც გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსები საქართელოს მესამე პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.
ოთხშაბათს ევროდეპუტატები, რიგით მეორე რეზოლუციას დაამტკიცებენ, რომელიც საქართველოს დაავადებულ პრეზიდენტს შეეხება.
"ჩვენ გვესმის ბევრი არა, არა და არა ქართული ოცნებისგან. მაგრამ თუ ჩვენგან კის მოსმენა გინდათ, ორჯერ დაფიქრდით სანამ სტატუსს მოითხოვთ" - ამბობს პეტრას აუსტრევიჩუსი "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
აუსტრევიჩუსი ასევე ამბობს, რომ ძალიან იმედგაცრუებულია საქართველოს პრეზიდენტის რეაქციით სააკაშვილის საქმის გადაწყვეტილებაზე.
საინტერესოაა ისიც, რომ ამავე დღესვე, როცა ბრიუსელში სააკაშვილზე რეზოლუციას დაამტკიცებენ, კენჭს უყრიან დოკუმენტს პუტინის პირადი პატიმრის ალექსეი ნავალნის შესახებაც.
"შემდეგ კვირაში ევროპარლამენტი დაამტკიცებს რეზოლუციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მოვითხოვთ ყოფილი პრეზიდენტის უპირობოდ, დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მკურნალობის მისაღებად. ეს საააკშვილის გადასარჩენად აუცილებელი ქმედებაა. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვაფასებთ მის საქმეს, მისი სიცოცხლე ნამდვილად საფრთხის ქვეშაა. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არ არის მეორე ხარისხოვანი საკითხი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში . ვფიქრობ, საქართველოს მმართველი გუნდისთვის ეს იქნება ტექსტი, აჩვენონ ნამდვილი ევროპული სახე. რადგან პოლიტიკური პატიმრის ყოლა, ეს ქვეყნისთვის სამარცხვინოა. სააკაშვილსა და ნავალნიზე ევროპარლამენტში ერთდროულად გამართული დებატები მომდევნო კვირაში არ არის შემთხვევითობა, ჩვენ გავაგზავნით მკაფიო მესიჯს. როცა გყავს პოლიტიკური პატიმარი, როგორ უნდა ელოდე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს? მოდით, დავსერიოზულდეთ და გადავჭრათ ეს საკითხი.
ჩვენ გვესმის, ბევრი არა, არა და არა "ქართული ოცნებისგან", მაგრამ თუ ჩვენგან კი-ს მოსმენა სურთ, ორჯერ უნდა დაფიქრდნენ, მეტიც 4-ჯერ, სანამ მოითხოვენ სტატუსს. ეს არ არის ერთი მიმართულებიც ბილეთი, რომლის ნაწილიც არის საქართველო. ამიტომ, მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს პრეზიდენტის რეაქციით ამ გადაწყვეტილებაზე. ეს აჩვენებს, რომ ვერ აცნობიერებენ პრობლემის სერიოზულობას.
სასამართლოს გადაწყვეტილება სამარცხვინო იყო. ჩვენ ამ სასამაართლოს შედეგებს ვერ დაველოდებით,. მარტივი კითხვა მაქვს მართველი გუნდის პოლიტიკოსებთან. თუ ითხოვთ ჩვენგან, ხომ არ მოისმენდით ჩვენს რჩევებსაც? სხვა შემთხვევაში ეს დიალოგის ნაცვლად, მონოლოგი იქნება, რომელსაც არსად მივყავართ. თუ ფიქრობთ, რომ ერთი ადამიანის სიცოცხლე არ გვადარდებს, ის ძალიან ცდება", - ამბობს პეტრას აუსტრევიჩუსი.