ბიძინა ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს, პატივს არ ვცემ - ლევან ვასაძე

06.05.21 15:19
ბიძინა ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს, პატივს არ ვცემ - ლევან ვასაძე

ბიძინა ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს პატივს არ ვცემ, - ამის შესახებ „ქართული მარშის“ მეთაურმა ლევან ვასაძემ განაცხადა. ვასაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა ეკონომიკურ ჩიხში შეიყვანა და მისი თუნდაც ფორმალური მმართველობა ზიანის მომტანია. მისი თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება „ქართული ოცნების“ ჩამოშლამ გადააწყვეტინა. 

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლა და მისი ერთგული კადრების ნაწილის ნაწილ-ნაწილ მასთან ერთად პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ჩემი აზრით, დაჩქარდა და თითქმის შეუქცევადი ხასიათი მიიღო „ქართული ოცნების“ ჩამოშლამ და იმან, რასაც ხალხში ხელისუფლების ჩუმი გადაბარების სახელი შეიძინა, ჩვენ უკვე ვხედავთ იმ დიფუზიას სახელისუფლებო სტრუქტურებში გადაბარების პროცესს და ამასაც მემგონი, უკვე მძიმე შეუქცევადი ხასიათი აქვს. თუ ვინმეს მიუძღვის მთავარი წვლილი აი, ამ კონტრპროდუქტიულ ჩიხურ ეკონომიკურ მდგომარეობაში, არის პირადად ეგ კაცი. მე ძალიან მინდა, რომ ეგ კაცი, როგორც უდიდესი ქველმოქმედი თუ მას კანონი არ აქვს დარღეული წყნარად ცხოვრობდეს გამართულ საქართელოში და განაგრძობდეს ქველმოქმედებას, მაგრამ მთელი მისი პოლიტიკური საქმიანობის შედეგი არის ქაოსი და უპერსპექტივობა. მას, როგორც პოლიტიკოსს, რბილად ვიტყვი, პატივს არ ვცემ, - განაცხადა ვასაძემ.

პრორუსული განწყობებით ცნობილი ლევან ვასაძე საზოგადოებრივ მოძრაობა „ერს“ აფუძნებს.  მისი თქმით, ქოც-ნაცური პოლიტიკა უნდა დასრულდეს.  მოძრაობის პრეზენტაცია 16 მაისს გაიმართება. ვინ იქნებიან ვასაძის თანაგუნდელები და რა შეთავაზება აქვს მას საზოგადოებისთვის, ცნობილი სწორედ ამ აქცია-პერფორმანსზე გახდება. 

„ქართული მარშის“ მეთაურის თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერის“ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის საპრეზიდენტო წყობაზე გადასვლა იქნება.