თუ ექიმები ჩათვლიან საჭიროდ, მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტი დაიგეგმება - გიორგი ბურჯანაძე
თუ ექიმები ჩათვლიან საჭიროდ, მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტი დაიგეგმება - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ განაცხადა.
გიორგი ბურჯანაძის განმარტებით, ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრები საქმის კურსში არიან, მიმდინარეობს კონსულტაცია და თუ საჭირო გახდება, სააკაშვილთან ვიზტი განხორციელდება.
ამ კვირაში ჩვენ მოგვმართა მიხეილ სააკაშვილმა თხოვნით, ეს იყო ორი დღის წინ. ჩვენ ამის შესახებ ვაცნობეთ ექიმებს, დავგეგმეთ მათთან ერთად სამუშაო შეხვედრა, განვიხილავთ ვიზიტს , განვიხილავთ შესაძლო დეტალებს რა ფარგლებში, რა საკითხების გარშემო, რადგან ეს არის სამედიცინო საკითხები და ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება მათგან კონსულტაცია, მათი მხრიდან ინფორმაციის მოწოდება.
თუ ექიმები ჩათვლიან საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის მნიშვნელოვანია ვიზიტი, ბუნებრივია ამ ტიპის ვიზიტი დაიგეგმება და განხორციელდება - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
ჩემი ჯანმრთელობა გაუარესდა, გამოაგზავნეთ დამოუკიდებელი ექსპერტები - საააკაშვილმა დღეს ომბუდსმენს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა.