მაგინებელი დეპუტატი მიმალვაშია - მამუკა მდინარაძე საჯაროდ აღარ ჩნდება
მაგინებელი დეპუტატი ისევ მიმალვაშია. მამუკა მდინარაძე, რომელმაც გუშინ სამოქალაქო აქტივისტებს აგინა, დღეს საჯაროდ აღარ ჩნდება. დეპუტატი პროტესტმა შეაწუხა. სამოქალაქო აქტივისტები მისგან ითხოვდნენ განმარტებებს, რატომ ახმოვანებს "ოცნება" რუსულ ნარატივს, რამაც მდინარაძის გაბრაზება გამოიწვია და პირდაპირ გინებაზე გადავიდა.
პარალელურად, ასპარეზზე მისი მცველები გამოვიდნენ. "ოცნებაში" აღშფოთებულები არინ, თუ რატომ მოითხოვეს სამოქალაქო აქტვისტებმა პასუხები დეპუტატისგან რუსული ნარატივის გამო. დაანონსეს, რომ შესაძლოა, აქტივისტების წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს.
უფრო ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.