პოლიტიკური კონსულტაციები ციხეში - კობა ნაყოფია ნიკა მელიას ხვდება
რუსთავის ციხეში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი კობა ნაყოფია ხვდება. ნაყოფიას თქმით, საუბარიო სხვადასხვა თემებს შეეხება.
ზოგადად უნდა დაველაპარაკო, თავს როგორ გრძნობს, რას ფიქრობს - ამბობს კობა ნაყოფია.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა მელიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი. დიტო საძაგლიშვლს შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.
ნიკა მელიას ციხეში დღეს თამარ კორძაიაც შეხვდება. გუშინ კი შეხვედრაზე იმყოფებოდნენ თინა ბოკუჩავა და ხატია დეკანოიძე.