რამხელა ცინიზმია, როცა ანტიკორუფციულის უფროსს ღარიბაშვილი -,,კახელების კლანის" თავი ნიშნავს - საბა ბუაძე
რამხელა ცინიზმია, როცა ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე "კახელების კლანის" თავი- ღარიბაშვილი- ნიშნავს - თბილისის საკრებულოს დეპუტატი პარტიიდან ,,ლელო" ანტიკორუფციული სამსახურის თავმჯდომარის დანიშვნის ფაქტს გამოეხმაურა .
ამასობაში, ,,ქართულმა ოცნებამ" მორიგი "ცეხი", სსიპ ანტიკორუფციული ბიურო შექმნა და მისი ხელმძღვანელიც აირჩიეს, რომელსაც ღარიბაშვილი შეხვდა.
სინამდვილეში, ამას არაფერი აქვს საერთო იმ მოთხოვნასთან, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციაში ეწერა, შესაბამისად ეს პუნქტიც ალბათ ვერ ჩაითვლება შესრულებულად.
ისე რამხელა ცინიზმია, როცა ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე "კახელების კლანის" თავი ნიშნავს - განაცხადა საბა ბუაძემ.
პარლამენტის გადაწყვეტილებით ანტიკორუფციული სამსახურის უფროსს საქართველსო პრემიერი ნისნავს.
დღეს ანტიკორუფციული სამსახურის ახლადდანიშნული უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, საქართველოს პრემიერს შეხვდა.