ვაფასებ პრეზიდენტ ზელენსკის შეფასებას ევროპის მომავლის შესახებ - ზურაბიშვილი
ვაფასებ პრეზიდენტ ზელენსკის შეფასებას ევროპის მომავლის შესახებ - ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბშვილი ზელენსკის მიმართვას ევროპის საბჭოსთვის.
ტვიტერზე გამოქვეყნებული გზავნილით საქართველოს პრეზიდენტმაა ომში მყოფ პრეზიდენტს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა ისიც, რომ ევროპისკენ მიმავალი დამოუკიდებელი უკრაინის გვერდით უნდა იყოს მოლდოვაც და საქართველოც.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვას ევროპის საბჭოსთვის. მე ვაფასებ პრეზიდენტის შეფასებას ევროპის მომავლის შესახებ, რომელიც აუცილებლად მოიცავს დამოუკიდებელ უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას." - წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.