"ოცნებასთან" საუბარს აზრი არ აქვს, ისინი თვლიან, რომ რუსეთს უკრაინელების მოკვლის უფლება აქვს - პოდოლიაკის პასუხი კობახიძეს
უკრაინის ხელისუფლების პასუხი ირაკლი კობახიძეს. მიხაილო პოდოლიაკი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ურჩევს ომზე კომენტარი საერთოდ არ გააკეთოს, რადგან მისი განცხადებები უცოდინრობის ტოლფასია.
როგორც პოდოლიაკი ამბობს ამ ეტაპზე ქართულ მხარესთან საუბარს აზრი არ აქვს.
“ამერიკის ხმასთან“ საუბარში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცის მრჩეველმა ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. პოდოლიაკი თვლის, რომ ქვეყანა რომელიც ევროპისა და ჰუმანური ღირებულებებისკენ ისწრაფვის, მესამე პრეზიდენტს არაჰუმანურად ექცევა.
საქართველომ უნდა დაიკავსო ნეიტრალური პოზიცია და ეცადოს ომზე კომენტარები არ გააკეთოს. ეს საქართველოსთვის სტრატეგიული თვალისაზრისით ძალიან მომგებიანი იქნებოდა და მეორე, არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და არ უნდა თქვა, რომ ამ ომს რუსეთი იგებს. სამდღიან ომში რუსეთი, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ იმარჯვებს, რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, ბატონი კობახიძე თუ შეისწავლიდა, როგორ წაუვიდა საქმე პუტინსა და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა. ჩვენ ერთი წელია ომში ვართ და რუსეთს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ აქვს, რუსეთი გაჭიანურებულად იბრძვის მოკლე მანძილებზე და ვერ ახერხებს ნახევარ კილომეტრზე ან კილომეტრზე მეტ წინსვლას. კითხვა ისაა, რამდენად სწრაფად გაიქცევა რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შევძლებთ, ამაზე კონკრეტული მაგალითებით ვიმსჯელოთ, ეს ერთი და მეორე, აზრი არ აქვს რაიმეზე საუბარს გარდა დიპლომატიური დონისა, მთავრობასთან, რომელსაც აქვს 2008 წლის მტკივნეული ტრამვა გამოვლილი და მიუხედავად, ამისა მას აქვს შემდეგნაირი მიდგომა, რომ მას ესმის რუსეთის , და მას აქვს უფლება მოკლას ადამიანები უკრაინაში და ბოლოს, მესამე, ჩვენ საჯარო დონეზე, როგორც საჯაროდ და არასაჯაროდ დიპლომატიური არხებისა და პრეზიდენტის პირით არაერთხელ ვთქვით, რომ აუცილებელია, სააკაშვილის ბედი გადაწყდეს და ის უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში გადაიყვანონ სამკურნალოდ. საქართველო ჯერ კიდევ ევროპისკენ არის ორიენტირებული, საქართველომ არაერთხელ განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანი ერთიან ევროპულ სივრცეში გაწევრიანებაა. ევროპა ასევე ეფუძნება ჰუმანისტურ პრინციპებს და კარგი იქნებოდა თუ საქართველო ჰუმანიტარული პრინციპებიდან გამოვიდოდა და სააკაშვილს, რომელიც ციხის პირობებში მძიმე მდგომარეობაშია გადმოგვცემდა ჩვენ ან რომნელიმე სხვა ქვეყანას. ჩვენ ამაზე ოფიციალურად და დიპლომატიური არხებით ვსაუბრობთ და იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან სააკაშვილს სამკურნალოდ გადავიყვანთ, - მიხაილო პოდოლიაკი