განგაშის სიგნალი ჩართულია - რა მოლოდინები აქვს სააკაშვილის ოჯახს ევროპარლამენტარებისგან და რას გეგმავენ ადვოკატები

11.02.23 11:30
განგაშის სიგნალი ჩართულია - რა მოლოდინები აქვს სააკაშვილის ოჯახს ევროპარლამენტარებისგან და რას გეგმავენ ადვოკატები

მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებთან შეხვედრას ითხოვს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ვივა მედის" საკნად ქცეული პალატიდან იტყობინება, რომ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. 

განგაშის სიგნალი ჩართული აქვთ ადვოკატებსაც. ამ ფონზე კი პოლონეთი საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას სთავაზობს.

მესამე პრეზიდენტის ოჯახს ასევე დიდი მოლოდინები აქვთ ევროპარლამენტარების რეზოლუციაზე და მის მიღებას ელოდებიან.

"სუსტდება ყოველდღე, უჭირს წამოდგომა ძალიან და ჭამაც უჭირს, ლაპარაკიც უჭირს, ყველაფერი უჭირს. ოთხშაბათს 27 ქვეყნის ხელისუფლება მიმართვას ჩვენს ხელისუფლებას, სააკაშვილის  გათავისუფლებას შუამდგომლობით, რომ მიეცეს შესაძლებლობა, გაიაროს მკურნალობა პოლონეთში", - ამბობს გიული ალასანია.

სააკაშვილის ადვოკატები კი გეგმავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს  მიმართონ. 

ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ სიცოცხლე როცა არის დაუცველი, იქ ყველამ უნდა მიიღოს რაღაც ზომები.

მდგომარეობა რომ კარგი იყოს, ბუნებრივია არ მოითხოვს სახალხო დამცველი  კონსილიუმის შეცვლას. გვეუბნებიან კლინიკის ექიმები, რომ კარგ მდგომარეობაშია, ნუ გეშინიათ, მაგრამ ვხედავთ, რომ უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვის დავუჯეროთ, სიცოცხლე როცა არის დაუცველი იქ ყველამ უნდა მიიღოს რაღაც ზომები - ვალერი  გელბახიანი

უკვე ცნობილია, რომ ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ რეზოლუციას ოთხშაბათს მიიღებენ და ცნობილია ისიც, რომ რეზოლუცია იქნება მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება მიეცეს.  

მსგავსი სიახლეები