კომბლე გამოაგორეს - ნონა მამულაშვილი ლევან ვასაძეზე (ვიდეო)
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნონა მამულაშვილი, ფიქრობს, რომ ლევან ვასაძე "ოცნების" სათადარიგო ვარიანტია. ამის შესახებ მამულაშვილმა ტვ პირველზე, "დღის ეთერში ისაუბრა.
დავინახე შუახნის მამაკაცი, როემლსაც ეგზისტენციალური კრიზისი აქვს და ფაქტიურად თავის დეპრესიაზე გველაპარაკა პირდაპირ ეთერში. ეს რუსეთის მერამდენე ვარიანტია, თვითონაც აღარ იციან და შესაძლებლობები გამოლიეს და ბოლოს კომბლე გამოაგორეს", - თქვა მამულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჰომოფობიური გაწყობებით ცნობილმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პოლიტიკური განაცხადი უკვე გააკეთა. ვასაძემ პოლიტიკური მოძრაობა "ერი" დააფუძნა.