ვაშაძემ ოპოზიციაში ბრუტუსის როლი შეასრულა - დაპირისპირება ოპოზიციაში
გიორგი ვაშაძის მიერ ნიკა მელიას შესახებ გაკეთებულ განცხადებას "სტარატეგია აღმაშენებლისა" და ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.
ტვ პირველის გადაცემა ,,დღის ამბებში" ,,ენმ"-ს წევრმა გიორგი ვაშაძე ოპოზიციაში განხეთქილების შემოტანაში დაადანაშაულა და მას ვანო ჩხარტიშვილის ინტერესების გამტარებელი უწოდა.
გიორგი ვაშაძე ყოველთვის იყო ვიღაცის ჩრდილი, ის როგორც პოლიტიკოსი, ვერ შედგა. ვაშაძემ ოპოზიციაში ბრუტუსის როლი შეასრულა. ის ჩხარტიშვილის დაკვეთას ასრულებს. ვაშაძის პარტიას ვუწოდებ სწორედ იმ სიტყვას, რისი არქონაც მან ნიკა მელიას დააბრალა. ვაშაძე ცდილობს, იმას გახადოს, ვინც ჩააცვა - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნონა მამულაშვილმა.
,,სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ, საპასუხოდ განაცხადა, რომ ,,ნაციონალები" ვეღარ გადაეჩვივნენ შეთქმულების თეორიებს.
,,ნაცები" უნდა შეეგუონ, რომ ოპოზიციაში არსებობენ ჯგუფები, რომლების განსხვავებულად ფიქრობენ, ისინი ვერ გადაეჩვივნენ შეთქმულების თეორიებს და უფროსი ძმის პოზიციაში მუდმივად ყოფნას. განსხვავებული პოზიცია არ ნიშნავს ქვეყნის ღალატს და იმას, რომ ვიღაცა ვიღაცას მიეყიდა. მესმის, რომ დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ აწერ, მაგრამ სხვა პარტიის დამუნათება, ვინც ხელი მოაწერა, სწორი არ არის. არ უნდა ლანძღო სხვა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ,,ნაცების" ქმედების გამო 400 ათასი ხმა დაკარგა ოპოზიციამ. ,,ნაცების" ამოცანაა, ,,ოცნებას" მხოლოდ ერთი კონკურენტი ჰყავდეს - თქვა პაატა მანჯგალაძემ.
,,სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გუშინ განაცხადა, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას" "იმის ერთი ადგილი არა აქვს, რომ ნიკა მელია ციხიდან გამოიყვანოს".