,,უცნობი" ჩემი მეგობარია - ვიხილავთ თუ არა ვასაძის პარტიაში გია გაჩეჩილაძეს

06.05.21 15:42
,,უცნობი" ჩემი მეგობარია - ვიხილავთ თუ არა ვასაძის პარტიაში გია გაჩეჩილაძეს

ვიხილავთ თუ არა გია გაჩეჩილაძეს, იგივე ,,უცნობს"  ლევან ვასაძის პარტიაში - პრორუსული განწყობებით ცნობილი ბიზნესმენი ამბობს, რომ "ოცნებასთან" კომუნიკაცია არ ჰქონია. ვასაძე ამბობს, რომ გია გაჩეჩილაძე მისი მეგობარია და ყოველთვის მზად არის მას შეხვდეს.

გია ჩემი მეგობარია მრავალი წელია, მე ძალიან გულს მტკენს ის რაღაც კრიტიკა და დარტყმები, რომელსაც იღებს საზოგადოებრივი აქტიურობის გამო. გია ხელოვანი კაცია და კრეატიული, მხატვარი კაცია და მე გაუგებრობაში მოხვედრილი ზარმაცი პოეტი ვარ, რომელიც შემტხვევით გავხდი ბიზნესმენი და ეხლა კიდევ ეს უბედურება დამემართა. მე და გიას ამაზე არ გვისაუბრია, ყოველთვის მზად ვარ ვისუაბროთ", - თქვა ვასაძემ. 

ვასაძე საზოგადოებრივ მოძრაობა „ერს“ აფუძნებს.  მისი თქმით, ქოც-ნაცური პოლიტიკა უნდა დასრულდეს.  მოძრაობის პრეზენტაცია 16 მაისს გაიმართება. ვინ იქნებიან ვასაძის თანაგუნდელები და რა შეთავაზება აქვს მას საზოგადოებისთვის, ცნობილი სწორედ ამ აქცია-პერფორმანსზე გახდება. 

„ქართული მარშის“ მეთაურის თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერის“ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის საპრეზიდენტო წყობაზე გადასვლა იქნება. 

მსგავსი სიახლეები