20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს ???? - პრეზიდენტი

12.02.23 18:15
20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს ???? - პრეზიდენტი

ეროვნლ გალერეასთან მიმდინარე აქციას პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმიანება. სალომე ზურაბიშვილს პროტესტის ადგილზე პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობა უკვირს და ხელისუფლებას მორგ ჯერზე აკრიტიკებს. 

20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს ????
ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს  და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს !, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. 

ეროვნულ გალერეასთან ამ წუთებში მოქალაქეების არიან შეკრებილები. მშვიდობიანი აქციის მონაწილეები მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის შეწყვეტას  და კულტურის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ.

მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში საკუთარი ნახატი ცამოხსნა და იქ წარწერა " ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია" დაწერა. ხელოვანის მანიფესტს კულტურის მინისტრის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

სანდრო სულაბერიძის მიმართ გამოძიება ქურდობის მუხლით აღიძრა.

 

 

მსგავსი სიახლეები