სამწუხაროა, რომ თვით პრეზიდენტიც კი გაება ამ არასწორი კამპანიის მახეში - მდინარაძე ხელოვანების აქციაზე
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ტრენდს აჰყვა, როცა წულუკიანის რეპრესირებულ მხატვარს მხარდაჭერა სოციალურ ქსელში გამოუცხადა. მმართველი გუნდის წევრი სიციალურ ქსელშ წერს, რომ საზოგადოებაზე არასწორი წარმოდგენის კამპანიის მახეში ზურაბიშვილის გაება.
ბრძოლა თავისივე მოგონილი პრობლემის აღმოსაფხვრელად - ამ ტრენდის დალაგების და არარსებული დღისწესრიგის შექმნის მცდელობაა თავისი ნახატის გამტაცებლის ავტორის ასე თავგამოდებით დაცვა, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მას დასაცავი არაფერი ჭირს. ზუსტად იციან, რომ თავისივე საკუთრების ქურდობაში ბრალი ვერავის დაედება.
აწეული კამპანიაც საზოგადოებაზე არასწორი წარმოდგენის შედეგი და ერთგვარი მახეა ზედმეტად გულუბრყვილო ან ზედმეტად სუბიექტური ადამიანებისთვის.
სამწუხაროა, რომ თვით პრეზიდენტიც კი გაება ამ მახეში, - წერს მდინარაძე.
პრეზიდენტმა დღეს "ოცნება, პრაქტიკულად, თანამედროვე საქართველოს შერცხვენაში დაადანაშაულა.
ეროვნულ გალერეასთან დღეს მოქალაქეების შეიკრიბნენ. მშვიდობიანი აქციის მონაწილეები მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის შეწყვეტას და კულტურის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ.
მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში საკუთარი ნახატი ჩამოხსნა და იქ წარწერა " ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია" დაწერა. ხელოვანის მანიფესტს კულტურის მინისტრის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
სანდრო სულაბერიძის მიმართ გამოძიება ქურდობის მუხლით აღიძრა.