ვინ მისცა ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობის ნებართვა - ოპოზიცია განმარტებებს ითხოვს
ვინ მისცა ოთარ ფარცხალაძეს ნებართვა მიეღო რუსეთის მოქალაქეობა? - საქართველოს კანონმდებლობით ორმაგ მოქალაქეობაზე რეკომენდაციას იუსტიციის სამინისტრო გასცემს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი იღებს.
ამის მიუხედავად, არც სალომე ზურაბიშვილს და არც რატი ბრეგაძეს არ უთქვამთ, მისცეს თუ არა ფარცხალაძეს ორმაგი მოქალაქეობა.
ოპოზიცია განმარტებებს ითხოვს. თბილისში ფიქრობენ, რომ ივანიშვილმა ფარცხალაძე რუსეთში პირადი საქმეების დასალაგებლად მიავლინა, ახლოს კრემლთან და რუსეთის მოქალაქის პასპორტით.
უფრო ვრცლად ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.