5 მლნ -ნი კონტრაქტი მთავრობამ მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორებს ტენდერის გარეშე ანდო
ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორებმა რთველის სუბსიდირების ფარგლებში ყოველგვარი ტენდერის და კონკურენციის გარეშე, ხუთი მილიონი ლარი მიიღეს.
ირკვევა, რომ კომპანიის მესაკუთრეები "ქართულ ოცნებას" აფინანსებენ. პარტიული შემოწირულობების რეესტრის მიხედვით "შპს ბოლერო" და კომპანიას "უნივერსალ სპირიტის" მმართველი პარტიისთვის ჯამში 150,000 ლარი აქვს შეწირული, შპს "გრუზვინპრომს" კი 50,000 ლარი.
უფრო ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.