თუ ჩვენ არ გავუგზავნით სამხედრო აღჭურვილობას, პუტინმა, შესაძლოა, გაიმარჯვოს- დუდა

13.02.23 01:07
თუ ჩვენ არ გავუგზავნით სამხედრო აღჭურვილობას, პუტინმა, შესაძლოა, გაიმარჯვოს- დუდა

"პუტინს კვლავ აქვს შანსი გამარჯვების, თუ დასავლეთი სწრაფად არ მიაწვდის უკრაინას საჭირო სამხედრო აღუჭრვილობას"- ამის შესახებ  პოლონეთის პრეზიდენტმა ანდრეჟ დუდამ Le Figaro-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ათობით ათასი დაღუპული ჯარისკაცი პუტინს გააჩერებს, რადგან რუსეთს ადამიანის სიცოცხლე არ ადარდებს.

პოლონეთის პრეზიდენტი იქვე აღნიშნავს, რომ პუტინი დასუსტებულია, რადგან მან ომი ვერ მოიგო, თუმცა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების აუცილებლობაზე საუბრობს. 

თუ ჩვენ მომდევნო კვირებში უკრაინას არ გავუგზავნით სამხედრო აღჭურვილობას, პუტინმა, შესაძლოა, გაიმარჯვოს. მან შეიძლება გაიმარჯვოს და ჩვენ არ ვიცით, თუ სად გაჩერდება ის"- აღნიშნა დუდამ. 

მსგავსი სიახლეები