სააკაშვილის წინააღმდეგ ორგანიზებული და ცინიკური ქმედებები ხორციელდება - მერაბიშვილი
სააკაშვილის წინააღმდეგ ორგანიზებული და ცინიკური ქმედებები ხორციელდება - ამის შესახებ ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტთან მარკ ფეიგინთან ინტერვიუში განაცხადა.
ვანო მერაბიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს დაუნდობლად ექცევა, განსაკუთრებით კი პუტინის ნომერ პირველ მტერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს.
ივანიშვილი საქართველოში რუსეთს აშენებს. შეიძლება არა ისეთს, როგორიც ახლაა, არამედ 5 წლისწინანდელ რუსეთს, როდესაც ნებისმიერი პოზიცია, ნებისმიერი ალტერნატივა მიუღებელი იყო. ივანიშვილის თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს დაუნდობლად ექცევა.
საქართველოში უბედურებები მაშინ დაიწყო, როდესაც 2012 წლელს ჩვენ ხელისუფლება მშვიდობიანი გზით გადავაბარეთ. ყველა მინისტრის, ყველა ხელმძღვანელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული. მე 6 წელი და 9 თვე პატიმრობაში გავატარე, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგში მე 18 სტატია მოვიგე. რამდენიმე ათეული ჩვენი ყოფილი თანაპარტიელი, ახლაც ემიგრაციაშია. ივანიშვილს ძალიან უბრალო პრაქტიკა აქვს, მისი მოწინააღმდეგე ან ციხეში უნდა იყოს ან საზღვარგარეთ. მისთვის მთავარ საშიშროებას სააკაშვილი წარმოადგენს და ახლა სააკაშვილის წინააღმდეგ ორგანიზებული, ცინიკური ქმედებები ხორციელდება. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი მისი მტერია და მთავარია, ივანიშვილმა იცის, რომ სააკაშვილი პუტინის ნომერ პირველი მტერია, - თქვა მერაბიშვილმა.