მერაბიშვილი კულისებიდან გამოვიდა - ყოფილი შს მინისტრი ხაბეიშვილს აქებს
ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი კულისებიდან გამოვიდა. ენმ-ს ყოფილი ლიდერი 'ნაციონალური მოძრაობის" შიდა არცევნების შედეგებით კმაყოფილია და ლევან ხაბეიშვილის აქებს. ამის შესახებ მან რუს ოპოზიციონერ ჟურნალისთან მარკ ფეიგინთან გადაცემაში ისაუბრა.
მერაბიშვილის თქმით, რამდენიმე დღეში საქართველოს ხელისუფლებაც და საზოგადოებაც დაინახავს, რომ პარტიის ახალი ხელმძღვანელობა სააკაშვილის დასაცავად რეალურად იბრძვის.
10 დღის წინ საქართველოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში" რიგგარეშე შიდა არჩევნები ჩატარდა. პარტიის ხელმძღვანელობა შეიცვალა. ეს უნიკალური შანსია, რომდესაც პარტიის ხელმძღვანელობა შიდა პარტიული არჩევნებით იცვლება. მთავარი პრეტენზია [ერთიანი ნაციონალური მოძრაობის] წინა ხელმძღვანელობის მიმართ იყო პასიურობა, არასაკმარისი აქტივობა სააკაშვილის დასაცავად და პასიური დამოკიდებულება აქციებისა და პრესინგის მიმართ. ერთი კვირის წინ შედგა არჩევნები და მოხდა პარტიის ახალი ხელმძღვანელობის არჩევა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამ კვირის განმავლობაში, მთელ საქართველოში ჩატარდა სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები და დარწმუნებული ვარ, ეს ახალი ხელმძღვანელობა მიაღწევს იმას, რომ რამდენიმე თვეში, თქვენც შემაჩნევთ, თუ როგორ შეიცვლება სიტუაცია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. მე ვიცი, რომ პეტრე ცისკარიშვილი დაკავებულია ჩვენს დიასპორებთან მუშაობით. რამდენიმე დღეში, რამდენიმე კვირაში თქვენც და რაც მთავარია, საქართველოს მთავრობაც შეამჩნევს, რომ პარტიის ახალი ხელმძღვანელობა რეალურად იბრძვის სააკაშვილის დასაცავად, - განაცხადა მერაბიშვილმა.