პრეზიდენტს ივანიშვილის ეშინია, ივანიშვილს კი პუტინის... ერთგვარი ტრენდია - მერაბიშვილი

13.02.23 10:11
პრეზიდენტს ივანიშვილის ეშინია, ივანიშვილს კი პუტინის... ერთგვარი ტრენდია - მერაბიშვილი

რატომ არ იწყალებს სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს - ვანო მერაბიშვილი პრეზიდენტის ქმედებებში ლოგიკას ვერ ხედავს. ყოფილი შს მინისტრი ფიქრობს, რომ პრეზიდენტს ხელისუფლების ეშინია, ხოლო ივანიშვილს თავის მხრივ პუტინის შიში აქვს.

მერაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ზურაბიშვილის ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის სმგავსად საღი აზროვნებით არ გამოირჩევა. მისი ტქმით, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ 2012 წლის შემდედ საქართველოში არცერთი პოლიტპატიმარი შეწყალებული არ ყოფილა. 

ალოგიკური და ელემნეტალურია. მას აქვს ყველა ბერკეტი. მან რომ შეწყალებას ხელი მაოწეროს, ფორმალურად მიხეილ სააკაშვილი თავისუფლდება, იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ კიდევ სხვა საქმეებია აღძრული, მაგრამ განაჩენები გამოტანილი არ არის. მიხეილ სააკაშვილი ფორმალურად გათავისუფლდება და უკრაინასა და ევროპის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ წასვლას შეძლებს. მისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობაა. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ხშირ შემტხვევაში, როდესაც ვამბობთ, რომ მას კავშირები აქვს საფრანგეთსა და დასავლეტთან, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი ვიცით, რომლებიც საღი აზროვნებით არ გამოირჩევიან. ახლა ტრენდულია, სალომე ზურაბიშვილი აჩვენებს, რომ ხელისუფლების ეშინია, რადგან შესაძლოა, მის მიმართ რაიმე ქმედებები განხორციელდეს, ხელისუფლებას კი პუტინის ეშიანია და გამოდის, რომ პრეზიდენტს ივანიშვილის ეშინია, ივანიშვილს კი პუტინის. ასეთი ჯაჭვია. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ 2012 წლის შემდეგ არცერთი პოლიტიკური პატიმარი საქართველოში შეწყალებული არ იქნა, - თქვა მერაბიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები