თავდასხმა ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაზე - ვაშაძე საკუთარ განცხადებას განმარტავს

06.05.21 17:24
თავდასხმა ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაზე - ვაშაძე საკუთარ განცხადებას განმარტავს

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. გიორგი ვაშაძემ ახსნა, თუ რა იგულისხმა, როდესაც თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსაყვანად ერთი ადგილი არ ეყო. მისი თქმით, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ამნისტიის კანონისთვის მხარი უნდა დაეჭირა, რადგან სწორედ ეს იქნებოდა მათი მხრიდან პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. 

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციის ამოცანა ახლა ნიკა მელიას საპატიმროდან გამოყვანა და არა იქ დატოვებაა. 

ჩემი აზრით, ამნისტიის კანონისთვის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, რომ მხარი დაეჭირათ, პირველ რიგში და არ უნდა იყვნენ ჩასაფრებულ პოზიციაში, რომ რა ცუდია ამნისტიის კანონი. ეს არის ჩემი აზრით, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება პოლიტიკური გუნდის, საერთოდ „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა მსხვერპლი საკუთარი არასწორი გადაწყვეტილების დოკუმენტზე ხელმოწერის უარის თქმასთან დაკავშირებით და ახლა უნდათ, რომ როგორმე გამოძვრნენ და მე ჩემი განცხადებებით ვაძლევ ამის შესაძლებლობას. თუ დაფიქრდებიან, ამ ხალხს კარგად ვიცნობ, ძალიან სწრაფად შეგვიძლია, ეს პროცესი შევცვალოთ და ეს იწილო-ბიწილო დავასრულოთ. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ნიკა მელიას გათავისუფლება და არა იმისთვის ჭიდაობა, რომ როგორ არ გავათავისუფლოთ ნიკა მელია, - განაცხადა ვაშაძემ. 
 

გიორგი ვაშაძის მიერ ნიკა მელიას შესახებ გაკეთებულ განცხადებას "სტარატეგია აღმაშენებლისა" და ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.

ტვ პირველის გადაცემა ,,დღის ამბებში" ,,ენმ"-ს წევრმა გიორგი ვაშაძე ოპოზიციაში განხეთქილების შემოტანაში დაადანაშაულა და მას ვანო ჩხარტიშვილის ინტერესების გამტარებელი უწოდა.

 

მსგავსი სიახლეები