"ბოტასების ქურდი" ფაცხალაძე ხელისუფლების ყველაზე შავ-ბნელი დასაყრდენია - ბუაძე
ოთარ ფარცხალძე ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი და შავ-ბნელი დასაყრდენია, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი საბა ბუაძე აცხადებს. ოპოზიციის წევრის თქმით, ფარცხალაძე თავის დამკვიდრებას რუსეთში გეგმავს, რადგან ევროპაში "ბოტასების ქურდის" ადგილი არ არის.
ოთარ ფარცხალძე არის ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი და შავ-ბნელი დასაყრდენ და როგორც ჩანს, ფარცხალაძე მომავალს უყურებს და ცდილობს, ალტერნატიული პლაცდარმი მოიმზადოს მომავლისთვის და ამას უკავშირდება მისი გააქტიურება რუსეთის მიმართულებით, იმიტომ, რომ ევროპაში მას იცნობენ როგორც ბოტასების ქურდს და ბოტასების ქურდი თავს ვერ დაიმკვიდრებს ევროპაში მითუფრო, რომ საქართელოში მან ამ ბოტასების ქურდობის შემდეგ არაერთი სავარაუდო, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, - ამბობს ბუაძე.
არსებოს ეჭვი, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა რუსული პასპორტის მიღების შემდეგ საქართველოს კანონი დაარღვია და ქართული პასპორტი, სავარაუდოდ, გაყალბებული დოკუმენტებით შეინარჩუნა. გამოდის, რომ ფარცხალაძემ რუსული პასპორტი ფორმალურად დამალა.
საჯარო სივრცეში არსად იძებნება დოკუმენტი, რომელილც დაადასტურებს, რომ ფარცხალაძეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს მინიჭებული.
განმარტებები ახლა პრეზიდნეტის ადმინსიტრაციამ და იუსტიციის სმაინისტრომ უნდა გაააკეთონ, თუმცა უწყებები ამ დრომდე დუმილის რეჟიმში არიან.