"ოცნების" მორიგი შტურმი პრეზიდენტზე - ზურაბიშვილის პოსტს ხელისუფლების მწვავე რეაქციები მოჰყვა
"ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილზე შტურმი მიიტანა. წულუკიანის რეპრესირებული მხატვრის მხარდასაჭერ პოსტში პრეზიდენტი მმართველი პარტიის წევრებმა, ტროლებმა და ბოტებმა გალანძღეს.
პრეზიდენტის განცხადების ადრესატი - კულტურის მინისტრი მარტივად ამოიცნეს. ზურაბიშვილმა წულუკიანზე, ფაქტობრივად, თქვა, რომ თანამედროვე საქართველოს შემარცხვენელია.
პრეზიდენტის კრიტიკა მოჰყვა ოცნების მინისტრის გადაწყვეტილებას, სამაგალითოდ დასაჯოს მხატვარი, რომელმაც მუზეუმის კედელზე დატოვა წარწერა "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".