"არა მოღალატეებს" - აქცია "ოცნების" ოფისთან

13.02.23 11:09
 "არა მოღალატეებს" - აქცია "ოცნების" ოფისთან

"ქართული ოცნების" ოფისთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და სამოქალაქო ატივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. 

"არა მოღალატეებს", "ირაკლი რუსი" - ამ შინაარსის ბანერებია ადგილზე მიტანილი. აქციის მონაწილეები მმართველი პარტიის თავმჯდომარის პრორუსულ განცხადებებს აპროტესტებენ. 

მათი თქმით, "ოცნების" ოფისი კრემლის ფილიალად იქცა, "ირაკლი კობახიძე კი პესკოვია". 

მმართველი პარტიის ოფისთან შეკრებილები ირაკლი კობახიძის განცხადებას აპროტესტებენ, რომელმაც თქვა, რომ ომში რუსულ მხარეს უპირატესობა აქვს.

ადგილზე შეკრებილები აღნიშნავენ, რომ კობახუძე უნდა დასანქცირდეს. პროტესტის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ჩვეულებრივი ქართველი პესკოვია - ავრცელებს რუსულ ნარატივს. კრემლის ბარბაროსულ ომს მხარს უჭერენ. ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ უკრაინელ კოლეგებთან, რომ ირაკლი კობახიძე დასანქცირდეს. 

დერუსეთიზაცია და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რადგან დღეს საქართველო, კავკასია, ქცეულია რუსეთის გავლენის სფეროდ. მაშინ როცა ისტორიული შანსი გვაქვს უკრაინის ტალღას ავყვეთ, გავხდეთ NATO-სა და ევროკავშირის წევრები, ირაკლი კობახიძეს, რომელიც ომში რუსეთის უპირატესობაზე საუბრობს, არ უნდა მივცეთ იმის უფლება რომ რუსეთში ჩაგვტოვოს"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა. 

 

 

მსგავსი სიახლეები