ღარიბაშვილი დუბაიში: ჩვენ ვაუმჯობესებთ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეს

13.02.23 11:47
ღარიბაშვილი დუბაიში: ჩვენ ვაუმჯობესებთ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეს

ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში, "მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე" სიტყვით გამოვიდა. საქართველოს პრემიერმა თქვა, რომ ხელისუფლება  მოსახლეობის ცხოვრების დონეს აუმჯობესებს. 

ეკონომიკური თავისუფლების ცნება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობისთვის. მეწარმეობისა და ინოვაციების წახალისებული გარემოს შემუშავებით ჩვენ ვიზიდავთ ინვესტიციებს, ვქმნით სამუშაო ადგილებს და ვაუმჯობესებთ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეს"- თქვა ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით,  საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოგისტიკის რეგიონული ცენტრის პოზიციის მხარდასაჭერად, მთავრობა დიდ ინვესტიციას ახორციელებს როგორც რბილი, ასევე მყარი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. 

მსგავსი სიახლეები