კომენტარები საკმარისი არ არის, პრეზიდენტი კონრეტულ ქმედებებზე უნდა გადავიდეს - ლაშა ფარულავა
პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც ეროვნულ მუზეუმთან პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობა გააკრიტიკა, ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავა ეთანხმება. ამასათან, ოპოზიციის წევრი ხაზს უსვამს, რომ ზურაბიშილის მხრიდან მხოლოდ კომენტარები საკმარისი არ არის და ის კონკრეტულ ქმედებებზე უნდა გადავიდეს.
არ არის საჭირო ხელოვნების დაცვა პოლიციით. ასე იქცეოდნენ საბჭოთა ცენზორები და სწორედ წულუკიანი არის საბჭოთა ცენზორი. პრეზიდენტის განცხადებები, რომელიც უნდა იყოს ერთიანობის და დამოუკიდებლობის გარანტი, კარგი იქნება თუ კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატება და არა კომენტარებში, რომელსაც მოგვაჩვია ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, - თქვა ფარულავამ.
თეა წულუკიანი მეამბოხე ხელოვანს ციხით ემუქრება. მხატვარმა, რომელმაც ეროვნული მუზეუმიდან საკუთარი ნახატი ჩამოხსნადა მის ადგილას წარწერა დატოვა, 5 წლიანი პატიმრობა ელის.
ხელოვანები და მოქალაქეები გუშნ პროტესტის ნიშნად ეროვნულ მუზემთან შეიკრიბნენ და თქვეს, რომ "ქართული ოცნების" უცვლელი მინისტრი ლავრენტი ბერიას გზას დაადგა და ქვეყანას 1937 წელში აბრუნებს.