ახლა ბევრად უარესადაა - ალასანია "ნოდარ მელაძის შაბათისა" და CNN-ს მიერ გასაჯაროებულ კადრებზე
მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ამბობს რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ახლა უფრო მძიმეა ვიდრე ეს "ნოდარ მელაძის შაბათისა" და CNN-ს მიერ გასაჯაროებულ კადრებში ჩანს.
ალასანია სამთავრობო მედიით გავეცელებულ კადრებსაც გამოეხმაურა და მათ ურჩია, "კიევის კადრები გამოავეყნონ".
სახალხო დამცველის ჩართულობა ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. სააკაშვილმა თვითონ მიმართა თხოვნით, რომ შემდგარიყო ეს შეხვედრა და ძალიან კარგია, რაც უფრო ადრე მოხდება, რა თქმა უნდა, ჯობია. სუსტადაა ისევ, როგორც ყოველთვის, ყველაფერი უჭირს, სიარული, ჭამა და ა.შ. ახლა ბევრად უარესადაა ვიდრე მაშინ, განსაკუთრებით 4 ოქტომბრის შემდეგ გაუარესდა მისი მდგომარეობა", - თქვა გიული ალასანიამ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს გარდა კახექსიისა სხვა დაავადებებიც აქვს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის მოწამლულია.