რა უვიცია - ბერძენიშვილი ვანო მერაბიშვილზე

13.02.23 12:12
რა უვიცია - ბერძენიშვილი ვანო მერაბიშვილზე

დავით ბერძენიშვილი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და ამჟამინდელ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს უვიცს უწოდებს. 

პოლიტიკოსი მერაბიშვილის მიერ მარკ ფეიგინისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება და წერს, რომ აფხაზეთში ომი 1992-1993 წლებში იყო: 

ხაბეს( ანუ, ვანო/ კეზერას) მოიმედე ჩემო ნაცო ფბ ფრენდებო! ასწავლეთ ვანო მერაბიშვილს, რომ 1989-90-91 წლებში არ ყოფილა ომი აფხაზეთში -  1992-1993 წლებში იყო. ვუსმენ ახლა  ფეიგინთან - ზუსტად ასე უბრძანებია გუშინ. 
ღარიბაშვილს დიდხანს ეგონა, რომ მიშამ შეიყვანა საქართველო დსთ- ში. 
რა უვიცია შსს მინისტრი/ პრემიერის ეს წყვილი. მართლა ფერი ფერსო"- წერს ბერძენიშვილი. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები