Credit Suisse-მა რუსეთთან დაკავშირებული $19 მილიარდის აქტივები გაყინა

13.02.23 12:17
Credit Suisse-მა რუსეთთან დაკავშირებული $19 მილიარდის აქტივები გაყინა

Credit Suisse-მა რუსეთთან დაკავშირებული $19 მილიარდის აქტივები გაყინა- ამის შესახებ   გერმანული გამცემა "Sonntags Zeitung" იუწყება.

გაზეთი წერს, რომ გაყინული ფულის ნაწილი რუსეთის ცენტრალური ბანკის ან რუსეთის სახელმწიფოს სახსრებს მოიცავს.

მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა და გამოიწვია აგრესია და სისხლიანი ომი, დასავლეთის ქვეყნებმა დააწესეს სანქციები ოლიგარქების და ზოგ შემთხვევაში, რუსეთის სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ. შვეიცარია შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს და დაბლოკა დაახლოებით 7.5 მილიარდი ფრანკის რუსული აქტივები... თუმცა, Credit Suisse-ში გაცილებით მეტი ფულია გაყინული, - აღნიშნულია სტატიაში.

შვეიცარია ათწლეულების განმავლობაში იყო პოპულარული საბანკო ადგილი რუსეთისა და სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ელიტებისთვის, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლური ბანკები ახლა რუსებისთვის დაკეტილია. 

მსგავსი სიახლეები