პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა

13.02.23 12:39
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა. წულუკიანის უწყება სალომე ზურაბიშვილს  2 წლის წინ,  ხელოვნების სასახლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წაღებული  სვიმონ დადიანის 5 ნამუშევარს დაზიანებაში ადანასაულებს. 

ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს ერთ ნამუშევარს. მაგრამ, მინდა გითხრათ რომ ჩვენ ყველა ნამუშევარი მიგვაქვს, იმიტომ რომ იქ უნდა მოხდეს ოტო ფიქსაცია. აღდგება ეს ნამუშევარი და მერე განიხილავენ, დაბრუნდეს ისევ პრეზიდენტის სასახლეში თუ არა"- განაცხადა სახვითი ხელოვნების ფონდი მცველმა ელენე ჭიჭინაძემ. 

  შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა , კულტურის სამინისტრო გუშინ  მხატვრის წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების გამო მკაცრად   ააკრიტიკა.  სალომე ზურაბიშვილი ეროვნულ გალერეასთან მიმდინარე სოლიდარობის აქციას გამოეხმაურა , რომელსაც სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები მართავდნენ.

სალომე ზურაბიშვილი გალერეასთან მობილიზებული სამართალდამცავების რაოდენობაზე ამახვილებდა ყურადღებას.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ სიტუაცია „სხვა ეპოქას ახსენებს“.

„20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს? ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!“ - დაწერა პრეზიდენტმა. 

 

მსგავსი სიახლეები