ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეობა უნდა შეუწყდეს - გიორგი ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილ პროკურორს საქართველოს მოქალაქეობა უნდა შეუწყდეს. ოპოზიციის წევრის თქმით, "ქართული ოცნება" ახლა რუსეთში გადაბარგებისთვის ემზადება და ამისთვის საკუთარ ფინანსებს მოსკოვში აბინავებს.
თუ მას არ აქვს ორმაგი მოქალაქეობა მიღებული, მაშინ მას უნდა შეუწყდეს დაუყოვნებლივ საქართველოს მოქალაქეობა. კობახიძეებს, ღარიბაშვილებს, რომლებიც განიხილავენ საკითხს, როგორც კი რუსეთი დამარცხდება უკრაინაში, თავი შეაფარონ რუსეთს, მათ სჭირდებათ ნამდვილად საკუტარი ფინანსების დაბინავება რუსეთშიდ ა ვფიქრობ, რომ ეს "დესანტი" "ქართულმა ოცნებამ" გადასხა ახლა რუსეთში იმისთვის, რომ... გახსოვთ, შევარდნაძის გარშემო მყოფი ადამიანები როგორ გაიქცნენრუსეთში? დაახლოებით იგივე მოდელისთვის ემზადება ღარიბაშვილი, კობახიძე, - თქვა ვაშაძემ.